Wednesday, November 17, 2010

პროექტი

პროექტის დასახელება: ,,საოჯახო პირობებში რძის პროდუქტების დამუშავების მეთოდების კვლევა და მიღებული ნაწარმის ეკოლოგიური უპირატესობა“
პროექტის  მოკლე აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან ოჯახურ პირობებში ყველისა და მაწვნის დამზადებას, ატარებენ ექსპერიმენტს, ადგენენ მიღებული ნაწარმის ეკოლოგიურ უპირატესობას ქარხნულ პროდუქტთან შედარებით.
პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს აძლევს ინდივიდუალურ დავალებას.
I ჯგუფი– ბიოლოგიური ფერმენტის ,,მაწვნის დედის“ და ,,კვეთის“ შესახებ ინფორმაციის მოძიება
II ჯგუფი–გასაუბრება მშობლებთან, პაპა–ბებიებთან საოჯახო პირობებში ყველისა და მაწვნის დამზადების შესახებ. მონაწილეობის მიღება ამ პროცესში და ბიოლოგიური კატალიზატორისბ, ,,მაწვნის დედის“ და  ,,ყველის კვეთის“ ოპტიმალური პირობების განსაზღვრა.
III ჯგუფი– ყველის დამზადება ,,მაჭიკით“ და ინფორმაციის მოძიება ,,მაჭიკის“  შესახებ.
IV ჯგუფი–ქარხნულად დამზადებული ყველისა და მაწვნის ეტიკეტების დათვალიერება და მათში არსებული საკვები დანამატების შესწავლა. დასკვნის გამოტანა.
მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი/      
ვადები: 1კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, კვლევა–ძიება, ექსპერიმენტის ჩატარება, შედეგების ანალიზი, დასკვნის გამოტანა, ფოტო–მასალის მოგროვება.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ექსპერიმენტის და ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევები.
სამუშაო ენა:  ქართული
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
პროექტის ფასილიტალორი: ლეილა ერაძე

                      მაწვნის მომზადების ოპტომალური პირობები    
რძის მოცულობა
მაწვნის დედა
 რძის ტემპერატურა
რძის მაწვნად გარდაქმნის ხანგძლივობა

    2ლ

 0,5 ს.კ.

400C

3,5სთ.
               

      ყველის მომზადების ოპტიმალური პირობები
რძის მოცულობა
საკვეთი ყველის
რძის ტემპერატურა
ყველის მომზადების ხანგრძლივობა
10ლ
1 ჩ.კ.
300C
30წთ

 ,,მაჭიკით“ მომზადებული ყველის ოპტიმალური პირობები
რძის მოცულობა
,,მაჭიკით“
რძის ტემპერატურა
ყველის მომზადების ხანგძლივობა
10ლ
50გ
300C
30წთ

No comments:

Post a Comment